12.30.2017

4 გამაფრხილებელი ნიშანი, რომლებიც ტოქსინებით სავსე ღვიძლზე მიგვითითებენ.

ღვიძლი ჩვენი ორგანიზმისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია მასზე 500-მდე დაკისრებული ფუნქცია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი ის უნარია, რომ ორგანიზმი გაწმენდოს ტოქსინებისა და შლაკებისგან. 



ზოგჯერ გადატვირთული მუშაობის და უამრავი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე,  ღვიძლი ვერ ახერხებს სრულად უზრუნველყოს ორგანიზმის გაწმენდა, უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როცა თავად ღვიძლი ხდება ,,ტოქსინების მსხვერპლი''
ჩვენ გიამბობთ 4 გამაფრთხილებელ ნიშანზე, რომლებიც მიგვითითებენ, რომ ღვიძლი საფრთხეშია. 

ტკივილი ღვიძლის საპროექციო არეში

თუ ხშირად გრძნობთ ყრუ ქრონიკულ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც ხანდახან  საკმაოდ ინტენსიური (ძლიერი) ხდება, ეს ღვიძლის რომელიმე ფუნქციის დარღვევის შედეგი შეიძლება იყოს და ამ ფორმით ცდილობდეს ორგანიზმისთვის  გამაფრთხილებელი სიგნალების გაგზავნას.



ხელების და ფეხების შეშუპება

როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ვაიგნორებთ ღვიძისმიერ პრობლემებს, ძალიან ხშირი გართულება ღვიძლისმიერი ჰიპერტენზიის სახით გვხვდება. მისი ერთ-ერთი სიმპტომი (წნევის მომატებასთან ერთად) ფეხების და ხელების შეშუპებაა, რომელიც  შეხებით  უმტკივნეულოა და ძირითადად კიდურების წარზიდულ ნაწილებშია გამოხატული ( ფეხებში- კოჭების არე; ხელებში- მტევნები;)



წონის მომატება

ყოველწლიურად  უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ჯანსაღად იცხოვროს, დაიცვას დიეტა, ივარჯიშოს.  თუ ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ მაინც გიჭირთ წონაში დაკლება, ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ღვიძლი ჩაითვალოს. როგორც ვიცით, ორგანიზმის მთავარი გამწმენდი ორგანო ღვიძლია, მაგრამ როცა იგი ვეღარ ასრულებს ამ ფუნქციას სრულყოფილად,  იძულებული ხდება სხვადასხვა ტოქსინები: ალკოჰოლი, ზოგიერთ მედიკამენტები, ტკბილეულობა,  ცხიმოვან უჯრედებში შეინახოს. 

 სწორედ ამის გამო, უამრავი ადამიანი დიეტის/ვარჯიშის  მიუხედავად, ვერ იკლებს დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებულ კილოგრამებს.


ალერგია

ძალიან ხშირად ალერგიის მიზეზი შლაკებით დაბინძურებული ღვიძლია. როდესაც
დიდი რაოდენობით უცხო ნაწილაკები სისხლის მიმოქცევის წრეში ხვდებიან, ცენტრალური სისტემა მათ აღიქვამს როგორც უცხო სხეულებს  და  მათ საწინააღმდეგოდ ორგანიზმში  წარმოქმნის ალერგენებს (ჰისტამინს) და ანტისხეულებს. შესაბამისად ეს ყველაფერი გამოიხატება ალერგიულ რეაქციაში (კანის ქავილი, გამონაყარი) 

როდესაც ღვიძლი ჯანმრთელია, ის სრულად უყრუნველყოფს სისხლის გაწმენდას  და შესაბამისად მსგავსი პრობლემები იშვიათად გვხვდება.




    ღვიძლს ბევრ სხვა ფუნქციებთან ერთად რეგენერაციის (თვითაღდგენის) უნარიც აქვს. თუ თქვენ  იცხოვრებთ  ჯანსაღი ცხოვრების წესით, დადგებით უპირატესად ხილისა და ბოსტნეულის დიეტაზე, მოიშორებთ მავნე ჩვევებს (ალკოჰოლი, თამბაქო) და ხშირად მიირთმევთ მწვანე ჩაის და ლიმონიან წყალს ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ღვიძლის ფუნქციონირებას.

 გისურვებთ ჯანმრთელობას !



No comments:

Post a Comment